თურქეთში ჩამოსვლის გარეშეც თავისუფლად შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი მოდელის მანქანა-დანადგარი და ბეტონის ქარხნები
შეკვეთის პროცესი შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენს მიერ შერჩეული დანადგარის ღირებულების 40%-ის გადახდით. ორივე მხარის ინტერესების დასაცავად ვაფორმებთ ხელშეკრულებას. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ხელშეკრულების ნოტარიულად გაფორმება.
მხოლოდ დანადგარის დამზადების ფასია მითითებული ანუ ვიყენებთ ე.წ .Ex Works (EXW)
დღგ არ შედის ჩვენს ფასებში,დანადგარის ექსპორტირებისთვის შეგვიძლია გავცეთ ინვოისი
დამამზადებელი ქარხნის მდგომარეობიდან გამომდინარე,დანადგარის დამზადების დრო 30-დან 60 დღემდე მერყებს. შეკვეთის მიცემისას გეტვით ზუსტ დროს.
გარანტია არის 2 (ორი) წლიანი. ჩვენ გთავაზობთ შეუზღუდავ ტექნიკურ მხარდაჭერას ჩვენს მიერ წარმოებული დანადგარებისთვის.
დანადგარის მონტაჟის ხარჯი ჩვენ გვეკუთვნის,თქვენ მხოლოდ იხდით მემონტაჟე პერსონალის მგზავრობის,დაბინავების და კვების ღირებულებას.
დანადგარის ინსტალაციისთვის ჩამოსული გუნდი გაგაცნობთ დანადგარის გამოყენების ინსტრუქციას, პროდუქციას რომელსაც არ ჭირდება მონტაჟი მოგეწოდებათ ინფორმაცია ჩვენს ქარხანაში გადაღებული ვიდეოების სახით.
მსურველებს შეუძლიათ გახდნენ ჩვენი დილერები,ჩვენ ვთავაზობთ მათ მანქანა-დანადგარებს თვითღირებულების (საბითუმო) ფასში და გაძლევთ შესაძლებლობას ჩვენი კომპანიის სახელით აწარმოოთ გაყიდვები მსოფლიო ბაზარზე.